იყიდება კერძო საცხოვრებელი სახლი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მთისპირში. ძალიან ახლოს კურორტ ბახმაროსა და გომის მთასთან. საკუთრება მდებარეობს 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც გაშენებულია თხილის ბაღი, წაბლის ხეები და სხვა სამეურნეო დანიშნულების ფართობები. საცხოვრებელი სახლის საერთო ფართობი შეადგენს 200 კვ.მ-ს. სახლი სამსართულიანი და მოიცავს 6 ოთახს, მათ შორის 4 საძინებელს. სახლის მანსარდა იძლევა დამატებითი საძინებლების მოწყობის შესაძლებლობას. იძლევა საშუალებას მოაწყოთ საოჯახო სასტუმრო. ორივე სართულზე განთავსებულია აბაზანა-ტუალეტი, დამატებით ერთი სველი წერტილი მოწყობილია გარე უკანა აივანზე. სახლს აქვს კეთილმოწყობილი სარდაფი.